ბლოგი 1 – რას ნიშნავს ხარისხიანი პროტეინი

Share on facebook
Share on google
Share on twitter
Share on linkedin

რას ნიშნავს ხარისხიანი პროტეინი ?!

პროტეინები ანუ ცილები, ბუნებრივი ორგანული ნაერთებია, რომლებიც ცხიმებთანნახშირწყლებთან და ნუკლეინის მჟავებთან  ერთად ცოცხალ არსებათა შემადგენელი აუცილებელი ქიმიური კომპონენტებია. ალბათ ყველას გსმენიათ პროტეინზე, როგორც კუნთოვანი ქსოვილების ძირითად საშენ მასალაზე, თუმცა პროტეინი ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ საშენი მასალა. ცილები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ იმუნური სისტემის მუშაობასა და შენარჩუნებაში, ასევე მეტაბოლურ პროცესებში და ა.შ. თუმცა არსებობს სხვაობა პროტეინსა და მაღალი ხარისხის პროტეინს შორის. რამდენად ხარისხიანია ცილა, დამოკიდებულია ამინომჟავებზე. ადამიანის ორგანიზმს შეუძლია 20-დან 11 ამინომჟავის წარმოება, ხოლო დარჩენილი 9 უნდა მიიღის საკვებთან ერთად. ესენია: ჰისტიდინი, იზოლეიცინი, ლეიცინი, ლიზინი, მეთიონინი, ფენილალანინი, თრეონინი, ტრიფტოფანი, ვალინი. საკვებს, რომელიც შეიცავს ამ 9 ძირითად ამინომჟავას ეწოდება „სრული პროტეინი“. ადამიანის სხეული ყველაზე ეფექტურად იღებს ცხოველური წარმოშობის პროტეინებს, ისეთი პროდუქტებიდან, როგორიცაა ძროხის, ღორის და ქათმის ხორცი, კვერცხი და რძე. მცენარეული წარმოშობის პროტეინების უმრავლესობა შეიცავს მცირე რაოდენობით ამინომჟავებს, განსაკუთრებით ლეიცინს, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებს კუნთოვანი სისტემის შენებაში. მცენარეული წარმოშობის პროდუქტებიდან გამონაკლისია სოი, ბარდა და ბრინჯი.

ვარჯიშის და დიეტის დროს პროტეინის საჭირო რაოდენობას ვიღებთ საკვები დანამატების საშუალებით. რომელია საუკეთესო პროტეინის ფხვნილი?

არსებობს კაზეინის, სოიოს, ბრინჯის, ბარდას, კვერცხის ასევე ხორცის პროტეინის ფხვნილი. ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ შრატის პროტეინის ფხვნილზე. რძე ორი პროტეინისგან შედგება 80% კაზეინი და 20% შრატი. მსოფლიო საკვები დანამატების ინდუსტრიაში ყველაზე პოპულარულია რძის შრატის პროტეინის ფხვნილი. რძის შრატი არის სრული პროტეინი ანუ შეიცავს ყველა საჭირო ამინომჟავას, ასევე შრატს კაზეინისგან განსხვავებით ადვილად ითვისებს ორგანიზმი, რაც მისი ერთ-ერთი უპირატესობაა. რძის შრატის მთავარი სახეობებია: შრატის კონცენტრატი (40-80% ცილა) და შრატის იზოლატი (90%-მდე ცილა). შრატის კონცენტრატი შეიცავს, ხოლო იზოლატი არ შეიცავს ლაქტოზასა და ცხიმების მცირე რაოდენობას. ლაიფსტაილ ფიტნეს კლუბი გთავაზობთ, როგორც შრატის კონცენტრატით ასევე შრატის იზოლატით დამზადებულ პროტეინის ფხვნილებს. განსაკუთრებული ჩვენს პროდუქციაში არის ის, რომ შრატის კონცენტრატს Milky Shake Whey დამატებული აქვს დო, ხოლო პროდუქტში Light Whey ინოვაციური ფორმულის წყალობით ლაქტოზის შემცველობა მინიმუმამდეა დაყვანილი. აღნიშნული პროდუქტები არ შეიცავს ასპარტამსა და გლუტენს. შრატის იზოლატის პროტეინის ფხვნილია Whey Isolate, რომელიც გამოირჩევა იდეალურთან მიახლოებული ამინოპროფილით.

ასე, რომ საუკეთესო პროტეინის არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ ფხვნილის დამზადებისთვის გამოყენებული რესურსები, ამინოპროფილი, ლაქტოზის, ცხიმების, გლუტენისა და შაქრის შემცველობა. სწორი და ხარისხიანი პროდუქტის არჩევა ნიშნავს კარგ შედეგს და ჯანმრთელ სხეულს. ლაიფსტაილ ფიტნეს კლუბი ის სწორი არჩევანია, სადაც შეგიძლიათ ივარჯიშოთ თანამედროვე, მაღალტექნოლოგიურ ტრენაჟორებზე და შეიძინოთ მაღალი ხარისხის ევროპული საკვები დანამატები.