ბლოგი 2 – რას ნიშნავს MMA

Share on facebook
Share on google
Share on twitter
Share on linkedin

რა არის MMA?

MMA (Mixed Martial Arts) – შერეულ საბრძოლო ხელოვნებას ნიშნავს, ხშირად უწოდებენ  ბრძოლას წესების გარეშე. ეს არის სპორტის სახეობა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა საბრძოლო ტექნიკას. მისი გავრცელება და პოპულარიზაცია მოხდა ამერიკაში გასული საუკუნის 90-იან წლებში. თანამედროვე MMA ეს არის ერთ სპორტში გაერთიანებული კრივი, კიკბოქსინგი, ჯიუ-ჯიცუ, კარატე და მუაი-ტაი.

ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარული ხდება MMA ვარჯიშები ფიტნეს კლუბებში და ამას აქვს თავისი ლოგიკური მიზეზები. გარდა იმისა, რომ პროფესიონალი მწვრთნელები შეგასწავლიან  თავდაცვით, კარატეს, ჯიუჯიცუსა და სხვადასხვა ილეთებს, ასევე MMA ვარჯიშები ხელს უწყობს კარდიო და გულსისხლძარღვთა სისტემის გამართულ მუშაობას, წონის კლებას, აუმჯობესებს სხეულის ფიზიკურ კონდიციებს, კოორდინაციასა და ამცირებს სტრესს.

ლაიფსტაილ ფიტნეს კლუბში 1 თვეა დაიწყო MMA ვარჯიშები. გაკვეთილებს ატარებს პროფესიონალი მწვრთნელი და სპორტსმენი გაგა ქათამაძე, რომელმაც ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად უკვე საკმაოდ დიდ წარმატებებს მიაღწია პროფესიონალურ სპორტში, მის ტიტულებს შორის არის ევროპის ჩემპიონის ტიტულიც. გთავაზობთ მოკლე ინტერვიუს გაგასთან:

-გაგა რა არის შენთვის MMA და რატომ უნდა დავკავდეთ ამ ვარჯიშებით?

-MMA ჩემთვის პირველ რიგში ცხოვრების წესია. MMA ვარჯიშები ფიზიკურ კონდიციის გაუმჯობესებასთან ერთად უბრალოდ კარგ განწყობაზე მაყენებს. ეს ვარჯიშები გეხმარება იყო  ძლიერი და მოტივირებული, ასევე MMA ვარჯიშები და კრივი საგრძნობლად აუმჯობესებს კარდიო და სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას. გეხმარება გააღვივო საბრძოლო სულისკვეთება და შეისწავლო ისეთი თავდაცვითი ილეთები, რომლებსაც რთულ სიტუაციებში პოტენციურად შეუძლიათ გადაარჩინონ თქვენი სიცოცხლეც კი. ამასთან ერთად ეს ვარჯიშები საკმაოდ სახალისოა. არ აქვს მნიშვნელობა გინდა გახდე პროფესიონალი მებრძოლი, დაეუფლო რამოდენიმე ილეთს თუ უბრალოდ დაიკლო წონაში – MMA ყველასთვისაა.

-უფრო რომ დავაკონკრეტოთ ვისთვის არის განკუთვნილი MMA ვარჯიშები?

MMA საუკეთესოა, როგორც ქალებისა და კაცებისთვის, ასევე ბავშვებისთვის 6-8 წლიდან. არ აქვს მნიშვნელობა ხარ სრულიად დამწყები თუ უკვე გაქვს ვარჯიშის გამოცდილება, როგორც ზემოთაც აღვნიშნე MMA ყველასთვისაა. თუ გინდა იყო ფიზიკურად და მენტალურად ძლიერი მაშინ MMA შენი ვარჯიში და სტილია.

-ფიტნეს კლუბში ვარჯიშის დასაწყებად რამე განსაკუთრებული სპორტული ინვენტარი თუ არის საჭირო?

– MMA და კრივის ვარჯიშის დროს განსხვავებული  რაც გვჭირდება ეს ხელთათმანებია.

– ბოლოს გაგა გვითხარით ვინ არიან თქვენი საყვარელი ქართველი და უცხოელი MMA სპორტსმენები?

– ჩემთვის მისაბაძი და ჩემი ფავორიტი ქართველი სპორტსმენები არიან დავით შველიძე და პაატა რობაქიძე. მართალია მათი ბრძოლის სტილი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, თუმცა მე ვცდილობ ბევრი რამ ვისწავლო მათგან . UFC მებრძოლებს შორის ვგულშემატკივრობ ალისტარ უვერიმს, რომელიც ძალიან ძლიერი სპორტსმენი და პროფესიონალია.

– გაგა წარმატებებს გისურვებთ, როგორც სპორტლ ასევე სამწვრთნელო კარიერაში და ვიმედოვნებთ, რომ ლაიფსტაილ ფიტნეს კლუბში MMA-ს ბევრი საინტერესო და სახალისო გაკვეთილი ჩატარდება და ჩვენი კლუბის წევრები დაინტერესდებიან სპორტის ამ სახეობით. რაც შეეხება ლაიფსტაილ ფიტნეს კლუბს, ჩვენ ყოველთვის გავუწევთ პოპულარიზაციას MMA ვარჯიშებს.

გახსოვდეთ MMA ეს ფიზიკური და მენტალური სიძლიერეა.